ლალი მებაღიშვილი
Sunday, December 12, 2010
Saturday, December 11, 2010
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა | რა ლიტერატორულ და ისტორიულ ცნობებს გვაწვდის გიორგი მთაწმინდელის „იოვანესა და ექვთიმეს ცხოვრება’’? |
სწავლების საფეხური | X კლასი, მე–3 საფეხური |
მოსწავლეთა პროფილი | 28 მოსწავლე. კლასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან. |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოების შესახებ, დაუკავშირებენ ამ ნაწარმოებს ადრე შესწავლილ ამავე ჟანრის ტექსტებს, გაიმდიდრებენ ლექსიკას, გაიუმჯობესებენ ჯგუფში მუშაობის,მოძიებული მასალის პრეზენტაციის, საინფორმაციო–ტექნიკური საშუალებების გამოყენების უნარებს. შეძლებენ საგანთა შორის (ისტორია, გეოგრაფია) კავშირის დამყარებას. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | შესწავლილი ტექსტის გაანალიზება, ზეპირი და წერითი მეტყველების უნარის განმტკიცება, საკუთარი აზრის დამაჯერებლად გადმოცემის ჩვევის განმტკიცება, ადრე ნასწავლი მასალის გახსენება,საგანთა შორის კსვშირის დამყარება, საინფორმაციო_ტექნიკური საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება. ქართ10.3 აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს: ამყარებს კონტაქტს მსმენელთან, უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას,გამოყოფს მთავარს, არსებითს. ქართ10.5 მოსწავლე ამოიცნობს და შესაბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს: იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს, ამზადებს ტექსტსა და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლისათვის. ქართ10.7: მოსწავლე განასხვავებს ტექსტში ფაქტობრივ, კონცეპტუალურ და ქვეტექსტურ ინფორმაციას: ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას, მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრული ტექსტიდან. ქართ10.9 მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს: განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას, მსჯელობს ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებაზე, საუბრობს პერსონაჟის ხატვის ხერხებზე ნაწარმოებში, მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე, განსაზღვრავს ავტორის პოზიციას. |
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ „შუშანიკის სწავლება,“ „აბოს წამება“ და „ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ამიტომ უკვე აქვთ გარკვეული წარმოდგენა ჰაგიოგრაფიაზე, ნამუშევრები არიან ძველი ქართულის ლექსიკაზე, იციან ძველი ქართული ენისათვის დამახასისთებელი რამდენიმე წესი და ჯგუფში მუშაობის წესები. |
შეფასების საგანი და პროცედურები | |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | ქართული ლიტერატურა, მე–10 კლასი, ვ.როდონაიას რედაქციით; კომპიუტერი – 4, პროექტორი, PowerPoint , MS Word, დაფა, ცარცი, საწერკალმები, ფურცლები. |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | პირველი აქტივობა- კლასის ორგანიზება -2წთ კლასში შემოსვლისთანავე ბავშვები ნაწილდებიან წინასწარ დარიგებული ფერადი ქაღალდების მიხედვით მაგიდების გარშემო გჯუფური მუშაობისათვის. მეორე აქტოვიბა - პროვოცირება - 3წთ ორგანიზების ფორმა მთელ კლასთან: ა) ვიდეო ფილმის ჩვენება. ბ) კითხვებზე პასუხი: 1) რა საერთო აქვს ამ ვიდეო მასალას ჩვენს დღევანდელ გაკვეთილთან? 2) რა ვნახეთ ვიდეო ფილმში ისეთი, რომელიც ნაწარმოებში არ შეგვხვედრია? 3) რომელი მწერლის რომელი ნაწარმოები შეიძლება გავიხსენოთ ამ ვიდეო ფილმთან დაკავშირებით? მესამე აქტივობა - ჯგუფებში მუშაობა- 15 წთ. კლასი იყოფა 5 ჯგუფად: ლიტერატორები, ენათმეცნიერები, შემოქმედები, ისტორიკოსები -1, ისტორიკოსები -2, თითოეულ ჯგუფს ეძლევა ინდივიდუალური სამუშაო, ურიგდება ფურცელზე წინასწარ ჩამოწერილი დავალება.
v იპოვეთ მსგავსება-განსხვავება ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა“ და ,,იოვანესა და ექვთიმეს ცხოვრებას“ შორის და წარმოადგინეთ ven-is დიაგრამის სახით ისტ-ის გამოყენებით. ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე: პერსონაჟთა ხატვის პრინციპები, ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟებისადმი, გამოყენებული მხატვრული ხერხები და კავშირი წიგნის მეორე თავის სათაურთან. ან v იგივე სამუშაო შეასრულეთ აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავისა“ და ,,იოვანესა და ექვთიმეს ცხოვრებისათვის.“
ამოიწერეთ ტექსტიდან ძველი ქართულისათვის დამახასიათებელი v მსაზღვრელ-საზღვრულის წყობა. v თავისებური ვნებითის ფორმები. v პირდაპირი ობიექტის მრავლობითობის ასახვა ზმნაში. v საკუთარი სახელის მოთხრობითი ბრუნვის ფორმები. v ესე, ეგე, იგი ნაწევარის „ც“ ნაწილაკის მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევები. v
v ნაწარმოების რომელიმე ეპიზოდი აქციეთ მცირე ზომის დამოუკიდებელ ჩანახატად. ან v ჩამოართვით წარმოსახვითი ინტერვიუ რომელიმე მთავარ პერსონაჟს ან v დაწერეთ ნაწარმოებით მიღებული შთაბეჭდილება ესეს სახით.
T სქემის გამოყენებით ტექსტიდან ამოკრიბეთ ისტორიული ფაქტები და მიუწერეთ მოკლე კომენტარები ისტ-ის გამოყენებით.
ისტ-ის გამოყენებით შექმენით და წარმოადგინეთ რუკები: ა) თორნიკე ერისთავის გამგზავრება საქართველოდან ათონის მთაზე. ბ) იოვანესა და ექვთიმეს გამგზავრება ესპანეთში. მეოთხე აქტივობა - ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია -15 წთ. მეხუთე აქტივობა - მოსწავლეთა მიერ ჯგუფების სამუშაოს შეფასება, წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით - 5წთ. მეექვსე აქტივობა - უკუკავშირი - 5 წთ მასწავლებლის შემაჯამებელი სიტყვა და შეკითხვები კლასს: 6.1 როგორ უპასუხებდით გაკვეთილის სათაურს? 6.2. შესძინა თუ არა ჩვენს დღევანდელ გაკვეთილს რაიმე განსაკუთრებულობა ისტ_ის გამოყენებამ (თუ _ კი, მაშინ _ რა მხრივ?) |
Subscribe to:
Posts (Atom)